ENG GEO

Search form

სამართლის საბაკალავრო პროგრამა

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს სამართალმცოდნეებს, რომელთაც აქვთ ფართო თეორიული ცოდნა და იურისტისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა აგებულია თეორიული და პრაქტიკული პროფილით. 

სტუდენტი სამართლის საბაზისო კურსების მეშვეობით შეისწავლის სამართლის საფუძვლებსა და მეთოდებს, ეცნობა სამართლის ფილოსოფიის ძირითად ცნებებსა და აქტუალურ პრობლემებს, სწავლობს სამართლის წყაროების, მათ შორის ქართული სამართლის ისტორიული  წყაროების იდენტიფიცრებას. იგი შეისწავლის სოციოლოგიას, სამართლის ეკონომიკური ანალიზის მეთოდებს და მათ გამოყენებას სამართლებრივი პრობლემების გადასაწყვეტად.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტი იძენს ფართო ცოდნას დარგობრივ დისციპლინებში - კერძო და ბიზნესის სამართალი, სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, აგრეთვე, საერთაშორისო სამართალი. იგი ეცნობა ადამიანის უფლებათა თეორიებისა და პრინციპების, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის კონსტიტუციური პრინციპებსა და სახელმწიფოს მოწყობის ეროვნულ მოდელებს, აქტუალურ ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკას. სტუდენტი შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის სპეციფიკებსა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტი იძენს ცოდნას საერთაშორისო და ევროპის კავშირის სამართლის ძირითადი ინსტიტუტებისა და მექანიზნების შესახებ; გარდა ამისა, სისხლის სამართლის პრინციპების, დანაშაულის არსის, სასჯელის სახეებისა და სიხლის სამართლის სამართალწარმოების სტადიების შესახებ. სტუდენტი იღებს თეორიულ ცოდნას კერძო სამართლის, სამეწარმეო, შრომისა და საგადასახადო სამართლის ცნებების, პრინციპების შესახებ და ეცნობა კერძო სამართლის აქტუალურ სასამართლო პრაქტიკას, ამასთან, ივითარებს სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

პროფესიული უნარების განვითარების მოდულის ფარგლებში, სტუდენტი იძენს ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარებს პროფესიული ინგლისური ენის კურსების მეშვეობით. იგი ეუფლება ადვოკატის პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი წერის წესებსა და პრინციპებს.

სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას სტუდენტი იძენს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სამართლის კლინიკებისა და იურიდიული პრაქტიკის მეშვეობით, კერძოდ.

პროფესიული ცოდნის სპეციალიზაციას სამართლის სხვადასხვა დისციპლინაში საკუთარი ინტერესების შესაბამისად, სტუდენტი ახდენს სავალდებულო არჩევითი საგნების მოდულის მეშვეობით.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასასრულს სტუდენტი საკუთარი ინტერესების შესაბამისად ირჩევს საბაკალავრო ნაშრომის თემას და ხელმძღვანელის მითითებებით იკვლევს სამართლის აქტუალურპ რობლემებს.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი და მოიცავს 241 კრედიტს.

 

სამართლის საბაკალვრო პროგრამა