Ali Parsayan

Professor

Ali Parsayan

Professor

ali.parsayan@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

Biography

ალი პარსაიანი (IEEE უფროსი წევრი) 1969 წელს დაიბადა ქალაქ თავრიზში, აზერბაიჯანის პროვინცია, ირანი. 1992 წელს მიიღო MA ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი, 1997 წელს მიენიჭა შარიფის ტექნოლოგიური უნივრსიტეტის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2012 წელს ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (თეირანის პოლიტექნიკური) დოქტორის აკადემიური ხარისხი ელექტრო და ელექტრონიკის ინჟინერიაში. 1992-2017 წლებში იყო მკვლევარი ასისტენტი, მკვლევარი, უფროსი მკვლევარი, მკვლევარი, ლექტორი, უფროსი ლექტორი, მოწვეული ლექტორი, ასისტენტ-პროფესორი და მოწვეული პროფესორი ირანის ზოგიერთ უნივერსიტეტში, როგორიცაა MA ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, თავრიზის უნივერსიტეტი, ისლამური აზადის უნივერსიტეტი და ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (თეირანის პოლიტექნიკური). 2018-2023 წლებში იკავებდა ასოცირებული და მოწვეული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებს აზერბაიჯანის ზოგიერთ უნივერსიტეტში, როგორებიცაა ხაზარის უნივერსიტეტი, ADA უნივერსიტეტი და ბაქოს უმაღლესი ნავთობის სკოლა. ამჟამად იკავებს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ციფრულ ელექტრონიკას, ჩაშენებულ სისტემებს და სიგნალის დამუშავების სფეროებს, როგორიცაა აკუსტიკური სიგნალის დამუშავება, გამოსახულების და ვიდეო დამუშავება, ასევე ბიოსამედიცინო და ტვინის სიგნალების დამუშავება. პუბლიკაციების ჩამონათვალი განთავსებულია ბმულზე:

პუბლიკაციები

განათლება

2012 - ელექტრო და ელექტრონიკის ინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი, ამირქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (თეირანის პოლიტექნიკური), თეირანი, ირანი
1997 - ბირთვული ინჟინერიის მაგისტრი, შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თეირანი, ირანი
1992 - ელექტრო და ელექტრონიკის ინჟინერიის ბაკალავრი, MA ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თეირანი, ირანი

სასწავლო კურსები

ციფრული წრედები (B)
მიკროპროცესორები (B)
ელექტრული წრედები I (B)
ელექტრული წრედები II (B)