Irina Popiashvili

Professor; Dean of the School of Visual Art, Architecture and Design

Irina Popiashvili

Professor; Dean of the School of Visual Art, Architecture and Design

Biography

2013 წლიდან არის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის დეკანი და უნივერსიტეტის პროფესორი. არის ხელოვნებათმცოდნე და კურატორი.

2013-2017 წლებში იყო Popiashvili Gvaberidze Window Project-ის დირექტორი. 2017 წლიდან არის კუნსტჰალე თბილისის თანადამფუძნებელი. 2012 წლის მარტი-ნოემბერი იყო თბილისის სახელმწიფო აკადემიის რექტორი.

1995 წლიდან ის საქმიანობდა ნიუ იორკში. 2001-2012 წლამდე იყო Newman Popiashvili Gallery-ის თანამფლობელი.

იგი არის მრავალი გამოფენის კურატორი, მათ შორის, 1999 წლის ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე; 2004 წლის ფარაჯანოვის გამოფენა Zimmerli Art Museum-ში; 2012 - Reframing the 80s, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა; 2018 - “კარლო კაჭარავა დღეს”, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.

2018-2019 წლებში ის იყო მიწვეული კრიტიკოსი სამაგისტრო პროგრამებზე სხვადასხვა უნივერსიტეტში: Rhode Island School of Design, Sarah Lawrence College, Maryland Art Institute. ჩატარებული აქვს ლექციები Salzburg Summer Academy-სა და Cisnadoara Summer Academy-ში.

ირინა პოპიაშვილმა 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. მან საბაკალავრო თემა დაწერა პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში. 1991-95 წლებში სწავლობდა აშშ-ში ჯორჯიის და ემორის უნივერსიტეტებში. მან მიიღო სამაგისტრო ხარისხი ჯორჯიის უნივერსიტეტიდან (UGA).

განათლება

1991-1993 - MA in Art History, University of Georgia, Athens, GA, USA
1983-1988 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობა

სასწავლო კურსები

შესავალი თანამედროვე ხელოვნებაში (B)
თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები და ინფრასტრუქტურა (B)