Tips

სხვა რჩევები

აბიტურიენტებო, თავისუფალ უნივერსიტეტში მოსალოდნელი მაღალი კონკურსი ნუ გახდება თქვენი არჩევანის შეცვლის საფუძველი.

დაიწყო პერიოდი, როცა შენ არჩევანს გააკეთებ და უმაღლეს სასწავლებლებს პრიორიტეტების მიხედვით დაალაგებ.

თავისუფალი უნივერსიტეტის შემთხვევაში, შესაძლოა მოსალოდნელმა მაღალმა კონკურსმა პრიორიტეტის შეცვლაზე დაგაფიქროს. მნიშვნელოვანია, რომ მოსალოდნელი მაღალი კონკურსი შენი პირველადი არჩევანის შეცვლის მიზეზი არ გახდეს.

რატომ?

  • თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შანსი, მისი პირველ პრიორიტეტად არჩევაა. სხვა შემთხვევაში, ტრადიციულად მაღალი კონკურსის გამო აქ მოხვედრა შეუძლებელი იქნება.
  • მთავარი თქვენ მიერ გამოცდებზე მიღებული ქულაა. თუკი თავისუფალ უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევ და საკმარის ქულებს ვერ დააგროვებ, შენ მეორე ან შემდგომ პრიორიტეტულ უნივერსიტეტში მაინც მოხვდები.

I მაგალითი: შენ თავისუფალი უნივერსიტეტი დიდი კონკურსის გამო მეორე (ან მომდევნო) პრიორიტეტად მონიშნე და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღე (რომელიც აქ ჩარიცხვისთვის გეყოფოდა). ამ შემთხვევაში, შენ ვერ ჩაირიცხები თავისუფალ უნივერსიტეტში.

II მაგალითი: შენ თავისუფალი უნივერსიტეტი პირველ პრიორიტეტად მონიშნე, ვერ დააგროვე აქ მოსახვედრად საკმარისი ქულები. შენ მეორე ან შემდგომ პრიორიტეტად მონიშნულ უნივერსიტეტში მაინც მოხვდები.

იხილეთ ვიდეო - როგორ ჩავაბარო თავისუფალ უნივერსიტეტში

თავისუფალ უნივერსიტეტში მოსახვედრი ქულა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, რომელთა წინასწარ ცოდნა აბიტურიენტისა და უნივერსიტეტისთვის შეუძლებელია. ამ ფაქტორებს განსაზღვრავს კონკურენცია აბიტურიენტებს შორის - როგორც ქულების, ისე სასურველი პროგრამების არჩევანის და ამ არჩევანის პრიორიტეტულობის მხრივ. ვინაიდან, ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი არც აბიტურიენტისთვის და არც უნივერსიტეტისთვის სანამ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ჩარიცხვების პროცესს არ დაასრულებს, შეუძლებელია ე.წ. "გამსვლელი" საკონკურსო ქულის დასახელება წინასწარ. 

წინა წლების აბიტურიენტების შედეგების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ვებ-გვერდს: https://naec.ge/#/ge/index და ერთიანი ეროვნული გამოცდების განყოფილებაში ნახოთ შედეგების არქივი წლების მიხედვით. 
გარდა ამისა, უშუალოდ ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხული წინა წლების აბიტურიენტების შედეგები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს დახურულ FB ჯგუფში სახელწოდებით: Freeuni & Agruni აბიტურიენტების კლუბი 2023. 

თავისუფალ უნივერსიტეტს არ აქვს რაიმე შეზღუდვა მიღებაზე, სახელმწიფო გრანტის მოცულობიდან გამომდინარე და როგორც წესი ჩვენთან სწავლობენ 70%-იანი, 50%-იანი და სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტები. 

ცოდნის ფონდის 4 წლიანი გრანტის მისაღებად, ერთადერთი წინაპირობა არის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტად გახდომა. ამა თუ იმ პროგრამის რიგითობას თქვენსავე რეიტინგში არ განსაზღვრავს ამ დაფინანსების მიღება/არმიღებას, თუმცა თავისუფალი უნივერსიტეტის პროგრამები როგორც მაღალქულიანი პროგრამები, მოსახვედრად საჭიროებს ამ პროგრამის პირველ ნომრად მითითებას. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების არქივი

2023 წლის ტესტები:

2022 წლის ტესტები:

2021 წლის ტესტები:

2020 წლის ტესტები:

 

2023 წლის ტესტები:

2022 წლის ტესტები:

2021 წლის ტესტები:

2020 წლის ტესტები:

2023 წლის ტესტები:

2022 წლის ტესტები:

2021 წლის ტესტები:

2020 წლის ტესტები:

2023 წლის ტესტები:

2022 წლის ტესტები:

2021 წლის ტესტები:

2020 წლის ტესტები:

2023 წლის ტესტები:

2022 წლის ტესტები:

2021 წლის ტესტები:

2020 წლის ტესტები:

2023 წლის ტესტები:

2022 წლის ტესტები:

2021 წლის ტესტები:

2020 წლის ტესტები:

2023 წლის ტესტები:

2022 წლის ტესტები:

2021 წლის ტესტები:

2020 წლის ტესტები: