ქეთევან არაბული სწავლას აგრძელებს სადოქტორო პროგრამაზე ბელგიაში, KU Leuven-ში
06 July 2025
ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული ქეთევან არაბული სწავლას აგრძელებს სადოქტორო პროგრამაზე ბელგიაში, ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (KU Leuven), მათემატიკური პლაზმური ასტროფიზიკის დეპარტამენტში (Centre for Mathematical Plasma Astrophysics).
ქეთევანის სადოქტორო კვლევა მოიცავს მზის რადიოგამოსხივების პროცესების შესწავლას მზიდან დედამიწამდე.
მან ასევე სამაგისტრო პროგარამაც KU Leuven-ში დაამთავრა და მაგისტრატურის პერიოდში განსაკუთრებულად დაინტერესდა მზის პლაზმის ფიზიკით, რომლის გაგრძელებაც არის მისი სადოქტორო კვლევა.
დღეს მზის ფიზიკა და კოსმოსური ამინდი (space weather) სულ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება, როგორც მეცნიერების განვითარებისთვის, ასევე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დაცვის კუთხით. სწორედ ამიტომ ქეთევანი გეგმავს მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულებით კვლევებში.

Similar news

18 June 2025
თინათინ ბარათაშვილი სამუშაო ვიზიტით ნასაში იმყოფებოდა

20 June 2025
ნიკა ქურდაძე სწავლას აშშ-ში აგრძელებს

08 July 2025
დავით მოდებაძე სწავლას აგრძელებს აშშ-ში, Kansas State University-ში

10 July 2025