საფრანგეთის ელჩი საქართველოში ეწვია თავისუფალ უნივერსიტეტს
04 July 2024
თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ეწვია.
ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს ვახტანგ ლეჟავას, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანს თინათინ ქაროსანიძეს, ფრანგული მიმართულების სტუდენტებსა და ლექტორებს.
სტუდენტებთან შეხვედრისას გაიმართა დისკუსია, სადაც ფრანკოფონმა სტუდენტებმა ისაუბრეს საფრანგეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ, კულტურულ თუ დიპლომატიურ კავშირებსა და სამომავლო ურთიერთობებზე, საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე.
ელჩმა აღნიშნა სტუდენტების მაღალი დონე ფრანგულ ენაში და მზაობა გამოხატა, კვლავ ესტუმროს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს და დისკუსიები გამართოს საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ფრანგული მიმართულების სტუდენტებთან.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო სტუდენტების სტაჟირების, გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი კონფერენციების ჩატარების საკითხს.




Similar news

28 June 2024
ირაკლი მაჩაიძე სწავლას Bard College-ში აგრძელებს

02 September 2024
ეკატერინე ბურჯანაძე სწავლას განაგრძობს ჟენევის უნივერსიტეტში

16 September 2024
გიორგი წიქარიშვილი სწავლას აგრძელებს Lund University-ში

07 October 2024
მარიამ ბესტავაშვილი გაცვლითი პროგრამით სწავლას აგრძელებს ცუკუბას უნივერსიტეტში

16 October 2024