სამართლის სკოლის გუნდი XVII Warsaw x SIAC Pre-Moot გამარჯვებული გახდა

26 February 2026

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი XVII Warsaw x SIAC Pre-Moot გამარჯვებული გახდა. 

შეჯიბრი ეხებოდა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის საკითხებს და ჩატარდა პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში. გუნდი დამატებით დასახელდა შეჯიბრის საუკეთესო მოპასუხედ. 

უნივერსიტეტის სახელით კონკურსში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მარიშა გვაზავა, ნატალი დოლაბერიძე, ანა ფრუიძე, ანა ღვინიანიძე და თედო ჯგუშია. გუნდის მწვრთნელები იყვნენ სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები მარიამ ჯიქია, სალომე დიასამიძე, ლიკა თურმანაული, ნინო კარტოზია და ნიცა სირაძე. 

შეჯიბრის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა შემდეგ გუნდებს: University of Helsinki, University of Cologne, Bucerius Law School, King's College London, University of Geneva, Uniwersytet SWPS. 

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის კონკურსში მონაწილეობის ხარჯები დააფინანსა იურიდიულმა კომპანიამ - „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“.

X