სტუდენტური დასაქმების ფორუმი

05 May 2026

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის კამპუსში ჩატარდა სტუდენტური დასაქმების ფორუმი. 

ფორუმში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სექტორში მოქმედმა 100-მდე კომპანიამ, რომელთა წარმომადგენლებიც ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს და გააცნეს თავიანთ კომპანიებში სტაჟირებისა, თუ დასაქმების შესაძლებლობები.

სტუდენტური დასაქმების ფორუმი კამპუსში ყოველ სემესტრში იმართება და მიზნად ისახავს სტუდენტების კარიერული განვითარების მხარდაჭერას.

Job1