სტუდენტური საგაზაფხულო გამოფენა
13 May 2026
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში სტუდენტური საგაზაფხულო გამოფენა ჩატარდა.
გალერეაში გამოფენილი იყო თეა გვეტაძის ვიზუალური ხელოვნების სტუდია II-ის, რუსუდან ხიზანიშვილის ვიზუალური ხელოვნების სტუდია IV-ის, გიორგი ხანიაშვილის ხატვის სტუდია IV-ის, ნინო ქვრივიშვილის, სალომე ჩიგილაშვილის და თეიმურაზ ერისთავის ხატვის სტუდია II-ის, თინათინ ძირკვაძის ინტერიერის დიზაინის სტუდია IV-ის, თამარ ყიფიანის ინტერიერის დიზაინის სტუდია II-ის, მარიამ ზალდასტანიშვილის ბეჭდური მედიის და სანდრო ნაკაშიძის Motion Design-ის სტუდენტების ნამუშევრები.