“თავისუფალი აზროვნების” კონკურსი

02 June 2026

თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარებული “თავისუფალი აზროვნების” კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ კახა ბენდუქიძის კამპუსში. 

კონკურსი განკუთვნილია XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის რომელიმე საბაკალავრო პროგრამით.

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი:

  • I ადგილი - ანდრია ვანიძე - 2 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
  • II ადგილი - ანა შახ-ნაზაროვი - 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
  • III ადგილი - მარიტა გოგესაშვილი - 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი

ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში სწავლას დააფინანსებს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

1 (1) 2 (1) 3 (1)