ENG GEO

Search form

ლაშა ლაკირბაია

ლაშა ლაკირბაია აშშ-დან

24.12.2015

წელიწადზე ცოტა მეტია, რაც სამუშაოდ ამერიკაში ჩამოვედი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა და გზადაგზა რამდენჯერმე გამიმართლა კიდეც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამუშაო ვიზის აღების ალბათობა დაახლოებით 40% იყო. ჩემი კომპანია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით ქმნის პლატფორმას, რაც სხვა ორგანიზაციებს ეხმარება თავიანთი მარკეტინგის გაუმჯობესებაში. აქ ძალიან ბევრი ტექნოლოგიური კომპანიაა და სტანდარტები მეტნაკლებად ყველგან მაღალია. ინჟინრების დიდი ნაწილი ძალიან ცნობილი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია. ამის გამო თავიდან ვფიქრობდი, რომ დიდი შრომა დამჭირდებოდა არა იმისთვის რომ კომპანიაში გამორჩეული ინჟინერი გავმხდარიყავი, არამედ უბრალოდ ჩემი საქმე რომ შემესრულებინა.

ირაკლი გუდავაძე

ირაკლი გუდავაძე აშშ-დან:

08.12.2015

ოსტინში ჩემი სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამის პირველი სემესტრი იწურება და ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ბაკალავრიატზე მიღებული საფუძველი აქაური კურსების დასაძლევად საკმარისია, ლექციების ძირითადი ნაწილი გასაგებია და სიახლეც ცხადია - არის. კვლევაშიც უკვე ჩავერთე, არაწრფივი დინამიკის ცენტრში ბიოფიზიკის მიმართულებით. უმრავლესობას დამხმარე მასწავლებლად გვამუშავებენ ბაკალავრიატის სტუდენტებთან და ასე ვიღებთ ხელფასს. ეს ხელფასი საკმარისია უნივერსიტეტისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად, აგრეთვე თავისუფალი უნივერსიტეტის გარდამავალი დაფინანსების თანდათან გადასახდელად.

გვერდები