ამირან ამბროლაძე

პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის დეკანი

ამირან ამბროლაძე

პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის დეკანი

a.ambroladze@freeuni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2009 წლიდან დღემდე იგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.

2018 წლიდან დღემდე არის თბილისის თავისუფალი სკოლის დირექტორი.

მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მათემატიკის მიმართულებით ჩატარებული საერთაშორისო ოლიმპიადების ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მიმართულებით. მათ შორის, იგი 2009 წელს იყო ყაზახეთში, (ალმა-ათა) ჩატარებული მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ჟიურის წევრი. ასევე, ხელმძღვანელობდა 2010 წელს გერმანიაში, ქალაქ ბრემენში ჩატარებულ მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს მათემატიკის ოლიმპიური ნაკრებს.

2005-2007 წლებში მას ეკავა ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 2003-2005 წლებში იყო ინგლისის საუსჰემპტონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. 2002-2003 წლებში ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას ლონდონის უნივერსიტეტში, ეგემი - მიწვეული პროფესორის აკადემიურ პოზიციაზე.

1997 წელს ამირან ამბროლაძეს მიენიჭა დოცენტის აკადემიური ხარისხი მათემატიკის მიმართულებით. მან 1987 წელს, ასევე, მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით.

განათლება

1997 წელი - უმეას უნივერსიტეტი (შვედეთი), დოცენტის აკადემიური ხარისხი
1987 წელი - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოქტორის აკადემიური ხარისხი

სასწავლო კურსები

აზროვნების მათემატიკური წესი (B)