ტრენინგი სამოქალაქო საპროცესო სამართალში
მიღების პირობები
ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლა და ტრენინგის საფასურის გადახდა. ონლაინ რეგისტრაციის და თანხის გადახდის ბოლო ვადა არის 2025 წლის 15 მაისი.
რეგისტრაცია
პროგრამის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება.
საფასური
მონაწილეობის საფასური შეადგენს 350 ლარს, ხოლო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - 175 ლარს.
თანხის გადასახდელად ინვოისის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, ონლაინ რეგისტრაციისას შეავსოთ შესაბამისი ველები, რის საფუძველზეც გამოგეგზავნებათ ინვოისი. ინდივიდუალური გადახდის შემთხვევაში, გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ანგარიშზე: საქართველოს ბანკი, GE16BG0000000353107100 და საგადახდო დავალება გამოგზავნოთ ელ. მისამართზე i.gvaramadze@freeuni.edu.ge.
ხანგრძლივობა და განრიგი
ტრენინგი არის ორდღიანი და ჩატარდება 2025 წლის 17-18 მაისს. ტრენინგის თითოეული დღე მოიცავს 6 სასესიო საათს.
პროგრამის აღწერა
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით ახორციელებს სამოქალაქო საპროცესო სამართლის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს.
ტრენინგს ატარებს ქეთევან მესხიშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. ტრენინგის თითოეული დღე მოიცავს 6 სასესიო საათს.
სამოქალაქო საპროცესო სამართლის შემსწავლელი ინტენსიური კურსი შემუშავებულია ასეულობით სასამართლო გადაწყვეტილების დამუშავებისა და განზოგადების შედეგად, სწავლება სრულად ეფუძნება საერთო სასამართლოების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ პრაქტიკას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა განმარტების მიზანს ემსახურება. ტრენინგი განკუთვნილია სამოქალაქო საპროცესო სამართლით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო სამართლის შესწავლა, სასამართლო პრაქტიკის გაცნობა, ანდა პრაქტიკულ სამართალში ცოდნის გაღრმავება სურს.
სერტიფიკატი
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები (12 კრედიტი) ჩაეთვლებათ სავალდებულო კრედიტ-საათებად.