ENG GEO

Search form

ღონისძიებები

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ კახა ბენდუქიძის კვირეულს. კამპუსის დღეები 2017: ○ 18 აპრილი, 15:00 საათი, კამპუსის მუზეუმი - აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტის, ანი ციციშვილის მიკრობებით შესრულებული ნახატების გამოფენა ​○ 18 აპრილი, 18:30 საათი, საკონფერენციო დარბაზი - თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის, მაქს პლანკის [Max Planck] საზოგადოების უჯრედული ბიოლოგიის მკვლევარის, თეიმურაზ კურცხალიას საჯარო ლექცია "ცოცხალი ორგანიზმის გადარჩენის სტრატეგიები" და მემორანდუმის გაფორმება ○ 19 აპრილი, 15:00 საათი, საკონფერენციო დარბაზი - ლონდონის კინგს კოლეჯის [King's College] მოწვეული ლექტორის, სიმონ სურგულაძის საჯარო ლექცია: სოციალური ურთიერთობების ნეიროანატომია​ ○ 19 აპრილი, 18:30 საათი, საკონფერენციო დარბაზი - თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორის, ზაალ კოკაიას საჯარო ლექცია "როგორ დავწეროთ კვლევითი გრანტის წარმატებული აპლიკაცია" ♦ 20 აპრილი, 12:00 საათი, კამპუსის ბიბლიოთეკა - სტუდენტური დასაქმების ფორუმი ○ 20 აპრილი, 18:30 საათი, საკონფერენციო დარბაზი - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის, ევროკავშირის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელის მოლდოვაში, უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის ყოფილი თავმჯდომარის, კალმან მიზეის საჯარო დისკუსია "კახა ბენდუქიძის რეფორმები ​და პოსტ-საბჭოთა სივრცე, უკრაინისა და მოლდოვას მაგალითები​"​ ○ 21 აპრილი, 13:00 საათი, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის გახსნა​ კახა ბენდუქიძის საუნივესიტეტო კამპუსში​ ○ 21 აპრილი, 17:00 საათი, საკონფერენციო დარბაზი - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კონკურსებში გამარჯვებული აბიტურიენტების დაჯილდოების ცერემონია ♦ 22 აპრილი, 17:00 საათი, კამპუსის ბიბლიოთეკა - თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შეკრება​ - Freeuni Alumni Reunion 2017​ ○ 23 აპრილი, 16:00 საათი, კამპუსის ესპანური კაბინეტი - სერვანტესის დღე ○ 23 აპრილი, 17:00 საათი, VADS-ის საგამოფენო სივრცე - თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სტუდენტების ნამუშევრების საქველმოემედო გამოფენა-გაყიდვა
18 Apr 2017
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ - თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის, მაქს პლანკის საზოგადოების უჯრედული ბიოლოგიის მკვლევარის, თეიმურაზ კურცხალიას საჯარო ლექციას "ცოცხალი ორგანიზმის გადარჩენის სტრატეგიები". ღონისძიება კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში იგეგმება. ლექცია ჩატარდება 18 აპრილს, 18:30 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში. დასწრება თავისუფალია.
18 Apr 2017
5 აპრილს 19:30-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის (აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი) და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World” ფარგლებში კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 421-ე აუდიტორიაში გაიმართება ლექცია - დისკუსია თემაზე: "ქართველები II მსოფლიოში ომში - ქართული ლეგიონი, ქართულ-გერმანული ურთიერთობები."
5 Apr 2017
კომპანია „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან წარმატებით სა
4 Apr 2017
აბიტურიენტების საყურადღებოდ, 
1 Apr 2017
1 აპრილს 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამების ერთიანი ღია კარის დღე. დარეგისტრირდით და გაიგეთ მეტი ჩვენი სამაგისტრო პროგრამების შესახებ. თავისუფალი უნივერსიტეტი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - MNS (ახალი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა) სოციალური მეცნიერებები - MSS (ახალი) ბიზნესის სამართალი - LLM (ახალი) ბიზნესის ადმინისტრირება (MBA) ბიზნესის ადმინისტრირება ოპერაციების მენეჯმენტში (MBA in OM) აგრარული უნივერსიტეტი: აგრარული მეცნიერებები აგრობიოტექნოლოგია საინჟინრო ტექნოლოგია დამატებითი ინფორმაცია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამების შესახებ იხილეთ აქ: http://freeuni.edu.ge/ge/MAProgramshttp://agruni.edu.ge/ge/MAPrograms ჩვენი სამაგისტრო პროგრამები - თქვენი უკეთესი კარიერისთვის!
1 Apr 2017
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი ფრანკოფონიის თვის ფარგლებში გეპატიჟებათ ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: საფრანგეთი და საქართველო - კულტურათა შერწყმა. ✎ ჩატარების ადგილი: კამპუსის თეატრი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი (დავით აღმაშენებლის ხეივანი, #240); ✎ დრო: 15:00 საათი, 29 მარტი, 2017; დასწრება თავისუფალია!
29 Mar 2017
აბიტურიენტებო! თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად ჩაერთოთ ჩვენ გაცნობით პროგრამაში. შაბათს, 25 მარტს 18:00 საათზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდგენთ Live გაცნობით პროგრამას. ჩვებ ფბ გვერდზე, Live Video რეჟიმში უნივერსიტეტების რექტორი და აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი თქვენ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებენ. ეწევიეთ ჩვენ ფბ გვერდს https://facebook.com/FreeUni 25 მარტს 18:00 საათიდან და დასვით თქვენთვის მნიშვნელოვანი შეკითხვა.
25 Mar 2017

გვერდები