ENG GEO

Search form

ღონისძიებები

2020  წლის  25 იანვარს,  12:00 საათზე   113   ა
25 Jan 2020
პარასკევს, 27 დეკემბერს 19:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდება თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია.
27 Dec 2019
26 დეკემბერს 14:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სიტყვით გამოსვლის კონკურსი. კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდებიან ესეებისა და იეროგლიფების კონკურსების მონაწილეები. დასწრება თავისუფალია.
26 Dec 2019
აბიტურიენტებო!
23 Dec 2019
6-12 დეკემბერს, კახა ბენდუქიძის კამპუსში, VA[A]DS-ის ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ლონდონის ჩელსი კოლეჯის სამაგისტრო პროგრამის სამი სტუდენტის: ბენედიქტ ბაკლის, ალის მორის და იაოიაო იუს ნამუშევრები. ბრიტანეთიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა ერთი სემესტრის განმავლობაში ერასმუს პლიუს პროგრამით VA[A]DS-ის სახელოსნოში იმუშავეს და გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სწორად ამ რეზიდენციის შედეგია.
6 Dec 2019
5 დეკემბერს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია: "ბრძოლა უზენაესი სასამართლოსთვის". საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის ფორმირების პროცესი, უშუალოდ შერჩევის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და არსებული გამოწვევები. ღონისძიების მომხსენებლები არიან: გიორგი მშვენიერაძე – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე; გიორგი ჩიტიძე – ღია საზოგადოების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი; ნაზი ჯანეზაშვილი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი; მოდერატორი: დავით ზედელაშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. დასწრება თავისუფალია. FB Event: https://www.facebook.com/events/436098020630388/
5 Dec 2019
3 დეკემბერს 18:00 საათზე, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში კახა ბენდუქიძის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) ჩატარდება საჯარო დისკუსია თემაზე: "20 ივნისის მოვლენები - დაზარალებულთა ისტორიები და სამართლებრივი ანალიზი". საჯარო დისკუსიის ფარგლებში 20 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები მოყვებიან საკუთარ ისტორიებს. ასევე, სამართლებრივ ჭრილში განიხილება ძალის გამოყენების ლეგიტიმურობის და პროპორციულობის საკითხები. პარალელურად უნივერსიტეტში გაიმართება საპროტესტო აქციების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიების მომხსენებლები არიან: ნონა ქურდოვანიძე – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი მშვენიერაძე – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე; ლევან ასათიანი – Amnesty International-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
3 Dec 2019

გვერდები