ENG GEO

Search form

ღონისძიებები

2 დეკემბერს 17:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნის ღონისძიება. კვირეული 8 დღეს გაგრძელდება და მასში საქართველოს 15 უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონის უნივერსიტეტები. გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე "საპროტესტო აქციების რეტროსპექტივა". დისკუსიის ფარგლებში მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები ისაუბრებენ საპროტესტო აქციების მართვის პროცესში წარმოშობილ პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე, რასაც ისინი აწყდებოდნენ აქციების დაგეგმვის და განხორციელების დროს. სახალხო დამცველის მოადგილე კი აღნიშნულ მოვლენებს სამართლებრივ ჭრილში შეაფასებს. ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
2 Dec 2019
20 ნოემბერს 15:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით ლექცია-დისკუსიის ფორმატში შედგება შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან ქეით ფიერონთან. ლექციის თემა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა, მანდატის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმებია. ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური. დასწრება თავისუფალია. FB Event: https://www.facebook.com/events/537618513482269/
20 Nov 2019
17 ოქტომბერს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) ჩატარდება თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის დავით ზედელაშვილის საჯარო ლექცია - „თანასწორობის კონსტიტუციური კონტროლი“. ამავე დღეს 19:00 საათზე, გაიმართება კვლევის პრეზენტაცია „თანასწორობის კონსტიტუციური შემოწმება - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გერმანიის ფედერაციული საკონსტიტუციო სასამართლოს, სამხრეთ აფრიკის საკონსტიტუციო სასამართლოს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს იურისპრუდენციის ანალიზი“. საჯარო ლექცია და კვლევის პრეზენტაცია ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)“ ხელშეწყობით. დასწრება თავისუფალია.
17 Oct 2019
16 ოქტომბერს 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200), თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ბექა მიქაბერიძის საჯარო ლექცია-პრეზენტაცია თემაზე: "საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები". ლექციაზე სპიკერი ისაუბრებს ჩინეთის მსოფლიო როლზე, "სარტყელისა და გზის" ინციატივასა და საქართველოსა და ჩინეთს შორის ბიზნეს ურთიერთობებზე. ბექა მიქაბერიძე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის წევრი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში. მას აქვს თიენძინის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი და ასევე არის თავისუფალი უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი. დასწრება თავისუფალია.
16 Oct 2019
8 ოქტომბერს, 18:30 საათიდან კამპუსის ეზოში ჩატარდება ტრადიციული Welcome Party თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. თქვენთვის დაუკრავენ: Killages Four Dimensional Monster Lobsters DJ, რომელმაც ღონისძიებამდე საკუთარი თავის ინკოგნიტოდ დატოვება გვთხოვა დასწრება ყველა კამპუსელისთვის თავისუფალია!
8 Oct 2019
Leadership School და თავისუფალი და აგრარუ
25 Sep 2019
გამოფენის კურატორი: ანასტასია ახვლედიანი 10 -16 ივლისი, 2019 გამოფენის გახსნა: ოთხშაბათი, 10 ივლისი, 18-20:00 საათამდე მისამართი: TBC ბანკი, წერეთლის ქუჩა #2 აღმაშენებლის მოედანზე თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS წარმოგიდგენთ სტუდენტების ჯგუფურ გამოფენას TBC-ის გალერეაში. VA[A]DS-ის სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს, აწყობენ სემესტრის შემაჯამებელ გამოფენას. ეს გამოფენები, როგორც წესი, ტარდება უნივერსიტეტში ან თბილისის რომელიმე სხვა საგამოფენო სივრცეში. არტარეამ არა ერთხელ უმასპინძლა VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენას, ასევე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა მოაწყო VA[A]DS-ელების ერთდღიანი გამოფენა არტელი რაჭასთან თანამშრომლობით. ქუთაისში გამოფენის მოწყობა სტუდენტების პირველი ინიციატივაა, როცა მათ თავიანთი ხელოვნების წარდგენა თბილისის გარეთ გადაწყვიტეს. შემოდგომაზე იგეგმება VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენა თელავში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება VA[A]DS-ის ლექტორების: ნინო ქვრივიშვილის, ხატია ესართიასა და თეა გვეტაძის სტუდენტების ნამუშევრები. გამოფენის ორგანიზატორი და კურატორი VA[A]DS-ის კურსდამთავრებული ანასტასია ახვლედიანია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრებ, მათ შორის, ელენე ხვედაგურიძის ასემბლაჟები, სანდრო ანჩაბაძის ტექსტილისა და ცელოფანისგან შექმნილი ფარდაგები და იოანა წულაიას მონოქრომული თაბაშირის ობიექტები. გამოფენა გაგრძელდება 16 ივლისამდე. გამოფენის გახსნაზე გამოფენის ტურს ჩაატარებს VAADS-ის დეკანი, ირინა პოპიაშვილი. გამოფენაში მონაწილეობენ: ზიზი ადამია სანდრო ანჩაბაძე ალექსანდრე ბეგლარიშვილი თათული თუთისანი მარინე კანდელაკი გიორგი კონტრიძე ლუკა კორძახია მერაბო ლომაძე აკაკი მაქაცარია თეო მასპი სოფია ცინცაძე მარი ყალაბეგაშვილი იოანა წულაია ელენე ხვედაგურიძე თეო ხმალაძე ანანო ჯანაშია გვანცა ჯგუშია
10 Jul 2019
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ იმუშავა მორიგ კულინარიულ წიგნზე - „კოლხური ტაბლა“. წიგნი მომზადდა USAID ზრდა-ს დახმარებით და მისი პრეზენტაცია გაიმართება 7 ივლისს, 19:00 საათზე კულინარიის და ღვინის ფესტივალის ფარგლებში კახა ბენდუქიძის კამპუსში. წიგნი წარმოადგენს კულინარიული წიგნების სერიას, რომელიც USAID ზრდა-ს დაფინანსებით 2018 წელს „მესხური ტაბლა“-ს გამოცემით დაიწყო და სამცხე-ჯავახეთში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. „კოლხური ტაბლა“ მოიცავს მეგრული, აფხაზური და სვანური სამზარეულოს 50-ზე მეტ განსაკუთრებულ და ავთენტურ კერძის რეცეპტს. წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი. კულინარიის და ღვინის ფესტივალზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველო კულინარიის აკადემიის ლექტორებისა და სტუდენტების მიერ მომზადებული წიგნიდან შერჩეული კერძები და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ღვინო. ფესტივალი ჩატარდება 7 ივლისს, 19:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში. დასწრება თავისუფალია.
7 Jul 2019
6 ივლისს 12:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) გაიმართება "რითი არის თქვენი ტვინის 20% ოკუპირებული?". ღონისძიება იმართება "ტვინის სემინარების" ფარგლებში და არის კოგნიტური ნეირომეცნიერებებისა და ნეიროანთროპოლოგიის ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე განხილული იქნება თუ რა გავლენა აქვს ადამიანის თავის ქალაში არსებული ნეირონების გროვაზე ისეთ რამეებს, როგორიცაა ანდაზები, მითები და ზღაპრები; ასევე თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის გონება მეტაფორას სხეულის დახმარებით; რა კავშირშია მშობლიური ენა და გაყოფილი ტვინი იმასთან, თუ როგორ ვცნობთ სახეებს; რა ხდება ტვინში, როცა ვუსმენთ სხვადასხვა სპიკერებს; ან მაშინ, როცა ვუყურებთ რაიმეს, რაც თვითაღქმისთვის მნიშვნელოვანია; ასევე საუბარი იქნება იმაზე თუ სად გვტკივა - ტვინში თუ თავში და ეს ტკივილი ბიოლოგიურად დეტერმინირებულია თუ კულტურულად განპირობებული. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოწვეული სპიკერები, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები. დასწრება თავისუფალია.
6 Jul 2019

გვერდები