დაფინანსების სისტემები თავისუფალ უნივერსიტეტში

2025 წლის მიღებისთვის

ცოდნის ფონდის თანადაფინანსების (საგრანტო) სისტემა - სტუდენტის მიერ ყოველწლიურად გადასახდელი თანხა 1400 ლარით მცირდება.

თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში, 4 წლის მანძილზე, სტუდენტი მიიღებს ცოდნის ფონდის 5600 ლარიან სასწავლო გრანტს, რომელიც მის მიერ ყოველწლიურად გადასახდელ თანხას 1400 ლარით შეამცირებს.

დარჩენილ თანხას სტუდენტი გადაიხდის სტანდარტულად.

სტუდენტს შეუძლია ხელი მოაწერო ცოდნის ფონდსა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც მიანიჭებს უფლებას, მიიღოს ეს გრანტი, ხოლო საგრანტო ხელშეკრულებას კი წარმოადგენს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ.

icon

ცოდნის ფონდის გრანტით სარგებლობისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ სტუდენტს ჩაბარებული ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ცოდნის ფონდის გრანტი

სახელმწიფო გრანტი

icon
ცოდნის ფონდის 5600 ლარის გათვალისწინებით სტუდენტის გადასახდელი თანხა
F Საფასური Ყველა Პროგრამა

დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცხადდება სასტიპენდიო პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად. პროგრამა ითვალისწინებს ერთწლიან დაფინანსებას თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგი მიმართულების სტუდენტებისთვის:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • კომპიუტერული მეცნიერება და მათემატიკა
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია
  • შენობის სისტემების ინჟინერია
  • ფიზიკა
  • არქიტექტურა

სასტიპენდიო პროგრამაში ჩასართავად და დაფინანსების მისაღებად შესაბამისმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ წინასწარ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი, რომელიც გადაარჩევს აპლიკანტებს მოტივაციის, აკადემიური მოსწრებისა და პიროვნული შესაძლებლობების მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზემოთხსენებული პროგრამების სტუდენტებს, რომლებიც:

  • არიან მეორე ან მესამე კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, შერჩეულ საბაკალავრო პროგრამებზე
  • აქვთ 2.75-ზე მაღალი GPA
  • სარგებლობენ 100%-იანი სახელმწიფო გრანტით. 

აპლიკაციების მიღების გამოცხადების შემდეგ, დაინტერესებულმა პირებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია stipendia.bog.ge

2024-25 წლის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება 15 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცხადდება სასტიპენდიო პროგრამა 2024 წელს ჩარიცხული პირველკურსელებისთვის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.

პროგრამა ითვალისწინებს ერთწლიან სრულ დაფინანსებას თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელისთვის, რომელიც შეირჩევა აკადემიური მოსწრების, მოტივაციისა და ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით.

აპლიკაციების მიღების გამოცხადების შემდეგ, დაინტერესებულმა პირებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია stipendia.bog.ge

2024-25 წლის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება 15 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს.

აბიტურიენტებს შეუძლიათ თვალი ადევნონ ჩვენს სიახლეებს და დარეგისტრირდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის შემეცნებით კონკურსებზე, მიიღონ მონაწილეობა, დაიკავონ საპრიზო ადგილი და მოიპოვონ დამატებითი გრანტი.

2025 წელს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ცოდნის ფონდი სწავლას 4 წელი სრულად დაუფინანსებს.

სწავლის სრულად დასაფინანსებლად სტუდენტი:

  • უნდა ჩაირიცხოს თავისუფალ უნივერსიტეტში ან აგრარულ უნივერსიტეტში 2025 წელს
  • დაადასტუროს სოციალურად დაუცველის სტატუსი
  • ოჯახს ჰქონდეს მინიჭებული 120001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა 

საუკეთესო აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტებს გასცემს ცოდნის ფონდი და დავით მიქელაძის მომავალ მეცნიერთა ფონდი.

2007 წლიდან დღემდე სასწავლო გრანტი გადაეცა ასობით სტუდენტს.

სტუდენტი მიიღებს ერთწლიან სასწავლო გრანტს თუ:

  • იქნება პირველი მის საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით
  • იქნება საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე და გახდება ჩვენი სტუდენტი

დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან სტუდენტი მიიღებს ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ:

  • არის ფიზიკის, მათემატიკის ან პროგრამირების ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი);
  • არის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი);

დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან სტუდენტი მიიღებს ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ:

  • არის ფიზიკის ან მათემატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების საუკეთესო ათეულში
  • არის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი)