ENG GEO

Search form

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი წარმატება

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულმა პროექტმა "Smart-up Georgia"-მ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების 9 ბიზნეს პროექტი შეარჩია.

სულ კონკურსში საქართველოს 21 უნივერსიტეტის 133 ბიზნეს პროეტი იყო წარდგენილი საიდანაც მხოლოდ 20 შეირჩა.

სტუდენტები უცხოელი ექსპერტების მენტორობით 3 თვის განმავლობაში დაეუფლებიან მცირე ბიზნესის განვითარების უნარ-ჩვევებს და ბიზნესიდეების განხორციელების მექანიზმებს.

პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ჩამოყალიბებული Start-Up-ების კონკურსი: გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ესტონეთში Study Trip-ზე და დაჯილდოვდება 10 000 ლარით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტის ვებ-გვერდზე.