ENG GEO

Search form

DCFTA-ის შესაძლებლობები აგრობიზნესებისათვის

7-8-9 თებერვალს პროექტის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაძლებლობები აგრობიზნესისათვის“ ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ექსპერტებმა ჩაატარეს თემატური ტრენინგები.

პროექტი „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობები აგრობიზნესისათვის“ წარმოადგენს USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში ამავე პროექტის ბენეფიციარებისათვის ტექნიკურ დახმარებას.

ტრენინგებმა მოიცვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები სურსათის უვნებლობის სფეროში; სახელმწიფო კონტროლის ფორმები და ჰიგიენის ნორმები სურსათის მწარმოებელი საწარმოებისათვის; სურსათის ეტიკეტირების წესები; წარმოშობის წესებისა და საბაჟო ტარიფების საკითხები.

ტრენინგებს დაესწრნენ:

  • ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის ის კომპანიები რომლებიც ახორციელებენ თავისი პროდუქტის ექსპორტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები
  • ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტები

ტრენინგები  თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბაზალეთის სასწავლო ცენტრში გაიმართა.

ტრენინგების ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ USAID-ის სერტიფიკატები. სერტიფიკატების გადაცემამდე ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილემ, თომას მორისმა; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა და ცოდნის ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა, ვატო ლეჟავამ.

პროექტის ფარგლებში, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ექსპერტები ბიზნესის დახმარების მიზნით:

  • შეიმუშავებენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოთხოვნების ანალიზს
  • კონსულტაციებს გაუწევენ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირში პროდუქტის ექსპორტი
  • შეიმუშავებენ თემატურ გზამკვლევებს ბიზნესის წარმომადგენლებისათვის