ENG GEO

Search form

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი ჩინეთის ელჩს შეხვდა

12 თებერვალს გაიმართა ოფიციალური შეხვედრა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მარინე ჯიბლაძისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იუე პინს შორის.

ბატონმა ელჩმა განაცხადა, რომ ის ძალიან კმაყოფილია თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტისა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების მუშაობით, დიდი მადლობა გადაუხადა თავისუფალ უნივერსიტეტს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში დიდი წვლილის შეტანისთვის და მომავალში დიდი მხარდაჭერა გამოთქვა უნივერსიტეტის მიმართ.

ქალბატონმა მარინე ჯიბლაძემ გააცნო კონფუცის ინსიტიტუტის საქმიანობა და სამომავლო გეგმები, დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ ელჩს უნივერსიტეტისადმი აქტიური მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის.