ENG GEO

Search form

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები

28 თებერვალსა და პირველ მარტს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ორდღიანი სემინარი "საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები" გაიმართა.

სემინარში მონაწილეობა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 85-მა სტუდენტმა და სამხედრო აკადემიის 20-მა იუნკერმა მიიღო.

ღონისძიება ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) დეკანმა, თინათინ ქაროსანიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ გახსნეს.

სემინარის მთავარი თემა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ასევე ნატო უელსის სამიტის შედეგები და ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობა და გამოწვევები იყო.

სემინარის ბოლოს სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტი განახორციელდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, თავსუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და მომავალ დიპლონატთა კლუბის ორგანიზებით და საქართველოში ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით.