ENG GEO

Search form

გიორგი მახარაძე სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი გიორგი მახარაძე სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.

გიორგიმ მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდია და ჩაირიცხა მის მიერ ნომერ პირველ პრიორიტეტად არჩეულ ნანკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში გაივლის სტაჟრებას ენის შემსწავლელ პროგრამაზე, გაიუმჯობესებს ჩინური ენის დონეს და გაეცნობა ადგილობრივ კულტურას.

გიორგიმ სწავლის პერიოდში ჩააბარა ჩინური დონის არაერთი გამოცდა - HSK 2,3,4, HSKK 2 - საშუალო დონის სალაპარაკო ჩინური ენის გამოცდა. ის ასევე მონაწილეობას იღებდა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ არაერთ კონკურსში, როგორებიცაა ჩინური ესსეების კონკურსი, ჩინურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი, ჩინური იეროგლიფების წერის კონკურსი, სადაც დაიკავა საპრიზო ადგილები. გარდა ამისა, გიორგი კონფუცის ინსტიტუტში გადის სტაჟირებას.