ანიმ ჩინეთის მთავრობის სტიპენდია მოიპოვა, რაც ითვალისწინებს ერთწლიან სტაჟირებას ჩინეთში, ნანკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში.
მან წარმატებით ჩააბარა ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდა HSK (2,3,4) და HSKK (სალაპარაკო ჩინური ენის გამოცდა), ასევე გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, აქტიურად მონაწილეობდა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიერ გამართულ ესსეების, ჩინური იეროგლიფების წერისა და ჩინურად სიტყვით გამოსვლის კონკურსებში, სადაც არაერთხელ დაიკავა საპრიზო ადგილი. ამავდროულად, ის გადიოდა სტაჟირებას კონფუცის ინსტიტუტში.
წარმატებული შედეგებისა და გასაუბრების საფუძველზე ანიმ კონკურსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიარა და ჩინური ენისა და კულტურის გაცნობას უკვე ჩინეთში გააგრძელებს.