ENG GEO

Search form

რატი მდივანი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი  რატი მდივანი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.

რატიმ წარმატებით ჩააბარა ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდები (HSK 2,3,4) ( HSKK 2 - საშუალო დონის სალაპარაკო ჩინური ენის გამოცდა). მაღალი აკადემიური მოსწრების, ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის, არაერთი საპრიზო ადგილის დაკავებისა და გასაუბრების საფუძველზე, კონკურსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიარა და მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდია.

რატი მის მიერ პირველ პრიორიტეტად არჩეულ ცინგტაოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის ენის შემსწავლელ პროგრამაზე, გაიუმჯობესებს ჩინური ენის დონესა და გაეცნობა ადგილობრივ კულტურას.