ENG GEO

Search form

ნინო კოხია სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი და ჩინური მიმართულების მაინორი,  ნინო კოხია სწავლას ჩინეთში გააგრძელებს. 

ნინომ წარმატებით ჩააბარა ჩინური ენის დონის საერთაშორისო გამოცდები (HSK 2,3,4) ( HSKK 2 - საშუალო დონის სალაპარაკო ჩინური ენის გამოცდა). მაღალი აკადემიური მოსწრების და კონკურსებში საპრიზო ადგილის დაკავების საფუძველზე, კონკურსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიარა და მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდია. 

ნინო მის მიერ პირველ პრიორიტეტად არჩეულ ცინგტაოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის ენის შემსწავლელ პროგრამაზე, გაიუმჯობესებს ჩინური ენის დონესა და გაეცნობა ადგილობრივ კულტურას.