ENG GEO

Search form

ვახტანგ ჯანდიერმა ფულბრაიტის მიერ მეცნიერთათვის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა

მაქსის სკოლის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების პროფესორმა ვახტანგ ჯანდიერმა გაიმარჯვა ფულბრაიტის მიერ მეცნიერთათვის გამოცხადებულ კონკურსში და ერთი სემესტრის განმავლობაში კვლევის ნაწილს ჩაატარებს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
 
კვლევის მეორე ნაწილი ტარდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, გერმანიის დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტში და Pohang University of Science and Technology (სამხრეთ კორეა).
 
კვლევა ეხება ელექტრომაგნიტური ტალღების ურთიერთქმედებას ფოტონურ კრისტალურ სტრუქტურებთან და მის გამოყენებას ნანო-ზომის საკომუნიკაციო ხელსაწყოების, ახალი თაობის კომპიუტერებისათვის ოპტიკური ლოგიკური გეიტების, ფართო დიაპაზონში მომუშავე 5G ანტენების შექმნაში.
 
ვახტანგ ჯანდიერი არის იაპონიის ელექტრო ინჟინერიის ინსტიტუტის (IEEJ) მედლის, ამერიკის რადიო საზოგადოების ახალგაზრდა მეცნიერთა ჯილდოს მფლობელი. ასევე არის ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის (გერმანია) ფონდის სამეცნიერო პროექტის გამარჯვებული, ამერიკის ოპტიკური საზოგადოების და ამერიკის ელექტრო ინჟინერიის საზოგადოების წევრი. იგი არის ჩართული გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ 10 წლიან სამეცნიერო პროქტში ბიუჯეტით 30 მილიონი ევრო. პროქტი ეხება ისეთი ხელსაწყოების შექმნას, რომლებიც საშუალებას მოგვცემს მაღალი რეზოლუციით მოვახდინოთ ადამიანის ორგანიზმში დაავადებული ადგილების აღმოჩენა და მათი იდენტიფიცირება.