ENG GEO

Search form

ვახო ხაბაზი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული ვახო ხაბაზი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს. ვახომ მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდია და ჩაირიცხა მის მიერ პირველ პრიორიტეტად არჩეულ ჭეძიანგის უნივერსიტეტში, სადაც ის გაივლის ჩინურ-ინგლისური თარგმნის პროფესიულ სამაგისტრო კურსს. 2018-2019 სასწავლო წელს ვახომ ამავე უნივერსიტეტში გაიარა სტაჟირება ენის შემსწავლელ პროგრამაზე. ვახომ სწავლის პერიოდში ჩააბარა ჩინური ენის დონის არაერთი გამოცდა, მათ შორის HSK 5 (C1 დონის გამოცდა). ის ასევე მონაწილეობას იღებდა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ არაერთ კონკურსსა თუ ღონისძიებაში. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვახომ გაიარა სამუშაო პრაქტიკა ჩინურ სამშენებლო კორპორაციაში თარჯიმნის პოზიციაზე.