თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული, ქეთევან შოშიაშვილი როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტში, საერთაშორისო საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას 2020 აკადემიური წლიდან.
Erasmus University Rotterdam საჯარო ადმინისტრირების პროგრამამ 2017-2018 წლის შანხაის მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ რეიტინგში N1 ადგილი დაიკავა.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქეთევანმა ამერიკაში, ვაშინგტონში ორი პარალელური სტაჟირების პროგრამა გაიარა. პროგრამა გულისხმობდა:
The Charles Koch Institute-ში მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავდა Market-based Management-ის შესწავლას, მონაწილის პროფესიული მისწრაფებების აღმოჩენას და კარიერულ განვითარებას
პარტნიორი ორგანიზაციის Students For Liberty-ს გლობალური ალუმნი პროგრამის სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ადგილობრივi კვლევით და ვაშინგტონში არსებულ პარტნიორ ორგანიზაცებთან თანამშრომლობით განხორციელდა.
ლოკალურ, ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის ორგანიზაციაში ქეთევანმა 3 წელზე მეტი დაჰყო, სადაც ითავსებდა როგორც კომუნიკაციების, ასევე პროექტ-მენეჯერის პასუხისმგებლობებს.
2020 წელს ქეთევანი America’s Future Foundation-ის Writing Fellow გახდა, სადაც შეისწავლა Op-ed-ის წერის ამერიკული სტილი და მიიღო შესაძლებლობა პირადად მიეღო რჩევები ისეთი გამოცემებისა და მედიების ჟურნალისტებისა და რედაქტორებისგან, როგორიცაა: Reason Magazine, The Federalist, Washington Examiner, National Interest. მას შემდეგ ის თანამშრომლობს ამერიკულ მედია საშუალებებთან.