ENG GEO

Search form

გუჯა არჩემაშვილის სამეცნიერო ნაშრომი ამერიკის რადიო-საზოგადოების URSI-ის ჟურნალში გამოქვეყნდება

მაქსის სკოლის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის 2020 წლის კურსდამთავრებულის გუჯა არჩემაშვილის სამეცნიერო ნაშრომი "Numerical Analysis of Dielectric Post-Wall Waveguides and Bandpass Filters" ამერიკის რადიო-საზოგადოების URSI-ის ჟურნალში გამოქვეყნდება.

ნაშრომში განხილული სტრუქტურის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ემყარება დიელექტრიკულ მასალებს, რომელთა დაბეჭდვა მარტივად ხდება თანამედროვე 3D პრინტერების საშუალებით. მეტალებზე დამყარებული სტრუქტურებისგან განსხვავებით, ნაშრომში წარმოდგენილი სტრუქტურა - ინფორმაციის გადამცემი ხელსაწყო - ეფექტურად გამოიყენება როგორც დაბალ, ასევე მაღალ სიხშირულ დიაპაზონში, რაც ზრდის მის უპირატესობას უკვე არსებულ ხელსაწყოებთან შედარებით.

გუჯამ 2020 წლის თებერვალში უკვე წარმოადგინა ამ ნაშრომის წინასწარი შედეგები რუმინეთში გამართულ სამეცნიერო ღონისძიებაზე. ნაშორმში ჩართულები არიან გერმანიის, ჩეხეთისა და იაპონიის სამეცნიერო ჯგუფები. ნაშრომის ხელმძღვანელია მაქსის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.