ENG GEO

Search form

ანუშკა ჩხეიძე და შოთიკო აფციაური წინანდლის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი ანუშკა ჩხეიძე და ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის კურსდამთავრებული შოთიკო აფციაური "წინანდლის პრემიის" ლაურეატები გახდნენ. 
 
ანუშკამ გაიმარჯვა მუსიკალური ხელოვნების კატეგორიაში სადებიუტო ალბომით Halfie (CES Records). 
 
შოთიკომ ლაურეატის წოდება სახვითი ხელოვნების კატეგორიაში მიიღო ინსტალაციით "ტყის ჭრა, ტაძრის შენება".