თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის მესამე კურსის სტუდენტმა ანანო ფეიქრიშვილმა სენატორ ჯონ მაკკეინის თავისუფლების სტიპენდია მოიპოვა.
ანანოს სტიპენდიის ფარგლებში სწავლა ერთი წლით სრულად დაუფინანსდება.
სტიპენდია დაარსებულია კერძო შემომწირველების მიერ, დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებისა და განმტკიცების კუთხით, სენატორ ჯონ მაკკეინის ღვაწლის აღსანიშნავად. მისი დახმარებით სწავლა უკვე სამ სტუდენტს დაუფინანსდა. კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად, ყოველწლიურად გაგრძელდება.