პირველ თებერვალს თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კახა ბენდუქიძის სახელობის ფიზიკის მერვე კონფერენცია.
პრეზენტაციები წარმოადგინეს ლიზი კელაურიძემ, ლუკა დვალაძემ, გიორგი გოგაბერიშვილმა და ზუკა უგულავამ.
ხსენებული სტუდენტები წარადგენენ მოხსენებებს ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც წელს დაგეგმილია კოპენჰაგენში 6-12 აგვისტოს.
აღნიშნულ საერთაშორისო აქტივობაზე ჩვენი სტუდენტები წარსდგებიან შემდეგი სამეცნიერო მოხსენებებით: “S-მატრიცა ინტეგრებად სისტემებში” (ლიზი კელაურიძე); “კვანტური წამშლელი” (ლუკა დვალაძე); ““სინქროტრონული გამოსხივება ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული შავი ხვრელიდან” (გიორგი გოგაბერიშვილი); “რესპირატორული წვეთების დინამიკის გავლენა ვირუსის გავრცელებაზე” (ზუკა უგულავა).