ENG GEO

Search form

იაპონური ენის სასერტიფიკატო გამოცდა (JLPT) კამპუსში

2021 წლის 4 ივლისს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, იაპონური მიმართულება ორგანიზებას გაუწევს, რიგით მეოთხე, იაპონური ენის სასერტიფიკატო გამოცდას (JLPT). დაინტერესებული პირებისთვის აქვე განვმარტავთ, რომ 2021 წელის დეკემბერში ასევე გაიმართება იაპონური ენის რიგით მეხუთე სასერტიფიკატო გამოცდა. განაცხადის ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციის ელექტრონული ვერსიების მისაღებად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ თანდართული დოკუმენტები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგამოცდო განაცხადის ფორმა ორი სახისაა, ერთი საშუალებას მოგცემთ განაცხადი ელექტრონულად შეავსოთ, ხოლო მეორე ვარიანტი მსურველმა უნდა ამობეჭდოს და ხელით შეავსოს. აირჩიეთ ერთერთი.

განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად: განაცხადის ფორმის ელექრტონული ან დასკანირებული ვერსია უნდა გამოგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. ბოლო ვადა 2021 წლის 1 აპრილი (გთხოვთ, აპლიკაციის შევსებისას მაქსიმალურად მიაქციოთ ყურადღება აპლიკანტის საკონტაქტო ინფორმაციის სიზუსტეს.

გამოცდის საფასური: 3-5 დონე - 55 ლარი; 1-2 (უმაღლესი დონეები) დონე 65 ლარი.

გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული გადარიცხვის ფორმით.

გთხოვთ, შესაბამისი თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე და საგამოცდო განაცხადთან ერთად გადახდის ქვითარიც გამოგზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: jlpt@freeuni.edu.ge ან k.tsereteli@freeuni.edu.ge.

საბანკო ანგარიშის ნომერი:GE41BG0000000608842300

აპლიკაცია (შეავსეთ ხელით)

აპლიკაცია (შეავსეთ ელექტრონულად)

განაცხადის შევსების ინსტრუქცია