ENG GEO

Search form

გიორგი გოგაბერიშვილის კვლევა

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი გოგაბერიშვილმა შეასრულა კვლევა და შეისწავლა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული გიგანტური შავი ხვრელის მიერ რენტგენულ სპექტრში გამოსხივების ლოკაცია და მექანიზმი.

ნაშრომში ნაჩვენებია, რომ მიუხედავად ძალიან დიდი მაგნიტური ველისა, რომელიც ახშობს სინქროტრონულ მექანიზმს, არაწრფივი დიფუზიის ეფექტის წყალობით ის მაინც აგრძელებს უწყვეტად მუშაობას შავი ხვრელის სიახლოვეში და წარმოიქმნება ექსპერიმენტულად დადასტურებული რენტგენული გამოსხივება.