ENG GEO

Search form

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი Philip C. Jessup-ის საერთაშორისო შეჯიბრის White & Case-ის რაუნდებზე გადავიდა.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა Philip C. Jessup-ის საერთაშორისო კონკურსის პირველად ეტაპზე და კავკასიის რეგონიდან ერთადერთი გუნდია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს White & Case-ის რაუნდებში.
 
შეჯიბრში მონაწილეობდა 570 გუნდი მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. პირველად ეტაპზე თავისუფალი უნივერსიტეტი შეხვდა ინდოეთის, საფრანგეთის, ეგვიპტის, გაერთიანებული სამეფოს და ბელარუსის უნივერსიტეტებს გუნდებს. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი 167 გუნდთან ერთად გადავიდა შეჯიბრის შემდეგ ეტაპზე.
 
კონკურსში თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობენ სამართლის სკოლის სტუდენტები - ლიკა მაზიაშვილი, თამარ კიკნაძე, ელენე ნუცუბიძე და გიორგი ლელუაშვილი. გუნდს ხელძღვანელობს თავისუფალი უნივესტიტების ასისტენტ პროფესორი დავით კაპანაძე.
 
White & Case-ის რაუნდები 31 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდში გაიმართება.