თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული, ხატია გრემელაშვილი სწავლას აშშ-ში გააგრძელებს.
ხატია UCLA Anderson School of Management-ში ისწავლის STEM მიმართულებით ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე, ტექნოლოგიების მენეჯმენტის სპეციალიზაციით.
მას აშშ-ს კიდევ ორი უნივერსიტეტისგან მოუვიდა მოწვევა - University of Southern California და University of California Davis. თუმცა, არჩევანი UCLA Anderson School of Management-ზე გააკეთა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო 15 ბიზნეს სკოლაში შედის.