თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, ლიკა მელაძე სწავლას აშშ-ში გააგრძელებს.
ის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით აშშ-ს ორმა უნივერსიტეტმა მიიღო - Binghamton University, State University of New York და Worcester Polytechnic Institute.
ლიკამ არჩევანი Binghamton University-ზე შეაჩერა და სწავლას ბიოფიზიკის მიმართულებით გააგრძელებს.