ENG GEO

Search form

იონა ძიძიშვილმა EGI-ს მხარდაჭერით მოიპოვა ბერლინის წარმომადგენელთა პალატის საკვლევი სტიპენდია

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებულმა, იონა ძიძიშვილმა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) მხარდაჭერით მოიპოვა ბერლინის წარმომადგენელთა პალატის საკვლევი სტიპენდია (Die Studienstiftung des Abgeordnetenhauses).

სტიპენდია განკუთვნილია პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა მეცნიერებისათვის და მოიცავს, როგორც სამაგისტრო კვლევის სრულად დაფინანსებას, ასევე ბუნდესთაგის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობას.

იონამ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისას ლევან რამიშვილის ხელმძღვანელობით დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი, "წამების დილემა და ნორმატიული ეთიკური თეორიები". მას ასევე ჩატარებული აქვს საპარლამენტო მოკვლევა ვესტმინსტერის ფონდის მხარდაჭერით.  

ზამთრის სემესტრიდან იონა მოპოვებული სტიპენდიის გამოყენებას ბერლინის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში შეძლებს.