ENG GEO

Search form

"ლიდერატორის" ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის 58 სტუდენტი შეარჩია

საქართველოს ბანკმა ლიდერატორის ფარგლებში შეარჩია თავისუფალი უნივერსიტეტის 58 სტუდენტი.

ლიდერატორი არის საქართველოს ბანკის სტაჟირების პროექტი,  რომლის ფარგლებშიც 2021 წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის  12 პროგრამაზე გამოცხადდა მიღება, რაც ჯამში ბანკის მასშტაბით 40-მდე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. გამოცხადებული პროგრამების უმეტესობა ბიზნესისა და პროგრამირების მიმართულებითაა.

ლიდერატორის პროგრამების მიმართულებების გათვალისწინებით, თავისუფალი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებიდან შეირჩა:

  • ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის (ESM) 29 სტუდენტი
  • მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა პროგრამის 6 სტუდენტი
  • სამართლის პროგრამის 2 სტუდენტი
  • კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის 17 სტუდენტი
  • ელექტრო და კომპუტერული ინჟინერიის პროგრამის 4 სტუდენტი

ლიდერატორში მონაწილეობა გულისხმობს: ერთწლიან მრავალფეროვან და როტაციულ სამუშაო გამოცდილებას ბანკის სხვადასხვა მიმართულებასა და სხვადასხვა პოზიციაზე; პროფესიონალთა გუნდსა და მენეჯერული პოზიციის მენტორთან მუშაობის შესაძლებლობას; საჭიროებაზე მორგებულ ინტენსიურ ტრენინგებს; ანაზღაურებასა და სწავლაზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს.

შეჩეული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტს უჩნდება საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.