ENG GEO

Search form

დიანა კიღურაძე კავკასიაში VISA-ს რეგიონულ მენეჯერად და უფროს დირექტორად დაინიშნა

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (ESM) ჯერ საბაკალავრო და შემდეგ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, დიანა კიღურაძე კავკასიაში VISA-ს რეგიონულ მენეჯერად და უფროს დირექტორად დაინიშნა. მისი როლი ელექტრონული გადახდების განვითარებასა და ზრდაზე იქნება მიმართული.

დიანამ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო სკოლა 2009 წელს დაამთავრა, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (MBA) – 2018 წელს.

ბანკინგის, გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, ბარათებისა და ციფრული არხების 15-წლიანი გამოცდილებით, დიანა კიღურაძე 2018 წელს შეურთდა ვიზას გუნდს ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიციაზე და  მას შემდეგ დიდი წვლილი მიუძღვის Visa-ს სტრატეგიის განხორციელებაში კავკასიაში.

პროფესიული განვითარების გზაზე დიანა ხელმძღვანელობდა თიბისი ბანკის დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტს, მანამდე კი - სმარტ კლუბის, დისტანციური არხების და ბარათების გაყიდვების მიმართულებას მართავდა. ის აგრეთვე იყო VTB ბანკის საბარათო განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელიც.