ENG GEO

Search form

გიგი ბუთბაიას სამეცნიერო კვლევა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტის გიგი ბუთბაიას სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში International Journal of Modern Physics D.

გიგიმ ანალიზურად და რიცხობრივად შეისწავლა ელისის ჭიახვრელის (Wormhole) მეტრიკაში რადიალური ჰიდროდინამიკური დინებების თვისებები და ბგერის გავრცელება ასეთ გარემოში და იპოვა საინტერესო ფიზიკური რეჟიმები, რომელიც შესაძლებელს ხდის ასტროფიზიკური ჭიახვრელის იდენტიფიკაციისთვის საჭირო თვისებების დადგენას.

გიგიმ თავისი კვლევის შედეგები ცოდნის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2019 წელს გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართულ ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა.

ნაშრომის ნახვა შესაძლებელია აქ სადაც ასევე გაეცნობით თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტთა მიერ გამოქვეყნებულ სხვა შრომებსაც.