თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, მზიკო ბუხნიკაშვილი EY-ს (Ernst & Young Global Limited) ლუქსემბურგის ოფისში იმუშავებს.
მზიკო ოთხი წელია EY-ს თბილისის ოფისში აუდიტის დეპარტამენტში მუშაობს და კომპანიაში საქმიანობას ახლა უკვე ევროპაში გააგრძელებს სინიორ პოზიციაზე.
მზიკო ბუხნიკაშვილი ასევე არის აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით.