მაქსის სკოლის ინჟინერიის მიმართულების 2019 წლის კურსდამთავრებული თორნიკე ონოფრიშვილის სამეცნიერო ნაშრომი მიღებულია გამოსაქვეყნებლად ჟურნალ Photonics-ის სპეციალურ ნომერში: “Optical Solitons: Current Status”.
ნაშრომს აქვს "მიწვეული ნაშრომის" სტატუსი და წარმოადგენს აქამდე ჩატარებული კვლევის შედეგების შეჯამებას (Review Paper). კერძოდ, ნაშრომი ეხება ოპტიკური ლოგიკური გეიტების განხორციელებას ფოტონური ტიპის ნანოსტრუქტურებში, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ახალი ტიპის ციფრული წრედების შექმნაში. ნაშრომში წარმოადგენილი მეთოდის უპირატესობა
მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ გვჭირდება ლოგიკური ოპერაციის თითოეულ ეტაპზე გამაძლიერებლების გამოყენება, შესაბამისად მთელი სტრუქტურის აწყობა შესაძლებელია ერთ სქემაზე (მაგ. ნახევარგამტარული ტიპის მასალის გამოყენებით) სიგნალის მოდულაციების გარეშე. უცხოეული კოლაბორატორების მხრიდან ნაშრომის შესრულებაში ჩართული იყო ამერიკის (პენსილვანიის უნივერსიტეტი), გერმანიის დუისბურგ-ესსენის (გერმანია) და მარტინ ლუთერის (გერმანია) უნივერსიტეტები.
თორნიკე უკვე არის მესამე ნაშრომის ავტორი, ასევე ორი მიწვეული ნაშრომის მომხსენებელი საერთაშორისო ღონისძიებებზე იაპონიასა და იტალიაში. ამასთან, თორნიკე იყო ჩართული ევროპული მხარის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტებში ბიუჯეტით 200 000 ევრო.
თორნიკეს სამეცნიერო თემების და პროექტების ხელმძღვანელია მაქსის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.