ENG GEO

Search form

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის შეჯიბრის ექვს ნომინაციაში გაიმარჯვეს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტებმა, გიორგი ლელუაშვილმა, ლიზა ლაზიშვილმა, ნანა ცინაძემ და ლიზა ყიფიანმა, შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის შეჯიბრის ექვს ნომინაციაში გაიმარჯვეს.
მონაწილე გუნდებს სასამართლო პროცესის ეტაპზე აფასებდნენ პრაქტიკოსი იურისტები, ხოლო მედიაციის პროცესის მსაჯები მოქმედი მედიატორები და საერთაშორისო შეჯიბრების ყოფილი მონაწილეები იყვნენ.
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში:
  • საუკეთესო სამართლებრივი დასკვნა
  • სასამართლო პრაქტიკისა და წყაროების ეფექტიანად გამოყენება
  • პრეზენტაბელურობა და დამაჯერებლობა
  • მედიაციისას შეკითხვების საუკეთესოდ დასმა
  • მედიაციისას კლიენტის საუკეთესო ინტერესების წარმოჩენა
საუკეთესო სამართლებრივი დასკვნის წარდგენისთვის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები იმუშავებენ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ შრომის სამართლის კომენტარებზე მკვლევარ-ასისტენტებად.