თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, თორნიკე გოგნაძე სწავლას ფრანკფურტში გააგრძელებს.
თორნიკე ოქტომბრიდან Städelschule-ს სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლის საბაკალავრო-სამაგისტო პროგრამაზე ქანდაკების მიმართულებით.
Städelschule-ს სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი ყველაზე პრესტიჟულ სახელოვნებო სკოლად ითვლება ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად მხოლოდ 20 სტუდენტს იღებს დაახლოებით 500 აპლიკანტიდან.