თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული მაცო ჩოფიკაშვილი სწავლას სამაგისტრო პროგრამაზე ინოვაციები, საჯარო მმართველობა და საჯარო ღირებულება University College London-ში გააგრძელებს. მაცომ მოიპოვა ბრიტანეთის საელჩოს გრანტი, რაც ნიშნავს იმას, რომ სწავლისა და ლონდონში ცხოვრების ხარჯებს ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამა სრულად დაფარავს.