ENG GEO

Search form

მარიამ გოლაშვილი სწავლას დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული, მარიამ გოლაშვილი სწავლას დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს.

მარიამი University of Sussex-ში ისწავლის საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე, პოლიტიკურ-ეკონომიკური პერსპექტივების სპეციალიზაციით (PEPD).

სასექსის უნივერსიტეტი ყველა ბრიტანულ საუნივერსიტეტო რეიტინგში ტოპ-ოცეულში შედის და არის ნობელის პრემიის 3 ლაურეატის, ბრიტანული აკადემიის 12 სტიპენდიანტისა და Crafoord-ის პრესტიჟული ლაურეატის ალმა-მატერი.

მარიამს ბრიტანეთის კიდევ სამი უნივერსიტეტისგან ჰქონდა მოწვევა: SOAS University of London, The University of Manchester და Queen Mary University of London. თუმცა, არჩევანი სწორედ University of Sussex-ის Institute of Development Studies-ზე გააკეთა.