ENG GEO

Search form

აკაკი მეტრეველი Eurobest 2021-ის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარადგენს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, აკაკი მეტრეველი Eurobest 2021-ის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარადგენს.

აკაკიმ Meta Agency-ს გუნდთან ერთად Eurobest-ის ადგილობრივ შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა.

Eurobest კანის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია და აღიარებულია, როგორც ევროპის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ფესტივალი. Eurobest გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ყოველწლიურად ავლენს.

წელს კონკურსის შესარჩევი ეტაპის თემატიკა იყო ახალგაზრდებში პროფესიის არჩევისას არსებული გამოწვევები. დავალების მიხედვით, კონკურსში მონაწილე გუნდებს უნდა შეექმნათ საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც ახალგაზრდებს შთააგონებს, რომ პროფესიის არჩევისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა მათ პირად მისწრაფებებსა და რეალურ შესაძლებლობებს ენიჭება.

აკაკის გუნდის ნამუშევარი შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://bit.ly/3GJ3dNY