თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში იყვნენ სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტები - ნიკოლოზ მოსიძე, ბექა ჭყონია და ლუკა ავაზაშვილი. ლუკა ავაზაშვილმა გაიმარჯვა საუკეთესო მომხსენებლის ნომინაციაშიც.
კონკურსი ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის მიერ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით.
შეჯიბრში მონაწილეობდა 5 სხვადასხვა უნივერსიტეტის 14 გუნდი.