ENG GEO

Search form

VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამა პარტნიორობას იწყებს დანიის ხელოვნების სამეფო აკადემიის არქიტექტუტრის და კულტურის ინსტიტუტთან

თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამა პარტნიორობას იწყებს დანიის ხელოვნების სამეფო აკადემიის არქიტექტუტრის და კულტურის ინსტიტუტთან.
 
VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სადიპლომო სემესტრის სტუდენტები ამ თანამშრომლობის ფარგლებში სამ, ორკვირიან, ვორკშოპში მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაგან ორი რაჭაში და ერთი დანიაში გაიმართება.
 
პროგრამა დაიწყება 2022 წლის დასწყისში, მთელი წელი გაგრძელდება და დაეფუძნება საველე სკოლას ონში.
 
პროგრამის საგანია - ხის ნაგებობების ისტორია, ასევე მათი მომავალი და მას თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ლექტორი რამაზ კიკნაძე და პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ჯესი ვოგლერი გაუძღვებიან, სხვა ლექტორებთან, სტუდენტებთან, დურგლებთან და ხის მასალის დანიელ სპეციალისტებთან ერთად.
 
თანაშრომლობა დაფინანსებულია Denmark’s New Democracy Fund-ის მიერ და VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამასთან ერთად მოიცავს დანიის სამეფო ხელოვნების აკადემიას, Dinesen Wood Company-ის, ონის მუნიციპალიტეტს, ონის სადურგლო სასწავლებელს და Fair Trees ფონდს.
 
პროექტის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ ნახოთ ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.newdemocracyfund.org/2021/11/01/awarded-projects/
 
ეს პარტიორობა გაგრძელებაა VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის ამოცანის - შეისწავლოს ქართული მრავალფეროვანი სამშენებლო ტრადიცია, რათა ამ ცოდნის ტრანსფორმაცია მოახდინოს 21-ე საუკუნის ამოცანებისათვის, შეისწავლოს აუდიტორიებს მიღმა არსებული რეალური სამშენებლო პრაქტიკა და ურბანული პროცესები.